იურიდიული ფაკულტეტი გაცნობებთ შემდგომი ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით.
2021 წლის 3 ივლისის სხდომაზე იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ მოისმინა შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოძიებისა და შესწავლის მიზნით მის წევრთაგან საგანგებოდ შედგენილი კომისიის ანგარიში და მიიღო გადაწყვეტილება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე.
საქმისწარმოება მიმდინარეობს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, ასევე, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
Date:
03/07/2021